რა პრობლემები აქვთ ნიკეას ადმინისტრაციულ ერთულში რის გადაჭრას და მოგვარებას ითხოვენ, ამ კითხვებით მეგა ტვ-მა ადგილობრივებს მიმართა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად, როგორც ჩანს ნიკეელებს ყველაზე მეტად წყლის ქცევა და სარდაფების დატბორვის საკითხი აწუხებთ.
ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში “მეგა ტვ”-ის გადამღები ჯგუფი “ალუმნი” პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა. პროექტის აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანი ადგილზე არსებული პრობლემების გამოვლენა ადვოკატირებაა, მათი სამომავლოდ გადაჭრის მიზნით. ჩვენ ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში ისევ დავბრუნდებით