თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას მისი ახლობლებისა და მეგობრების უკმაყოფილება მოჰყვა.
სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ერთი პირი, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ამის შემდეგ მანდატურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური შეხლა -შემოხლა მოხდა, რა დროსაც ერთი პირი შეუძლოდ გახდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას.
ლევან ზაზაძე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 დღის წინ დააკავეს.