საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება:
“გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუელებათა ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, არ იცავს წესრიგს, საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის წესის გამოყენებას გულისხმობს. საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი,”- აცხადებს ჯაღმაიძე