საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარიდან მიმდინარე წელს 60 მილიონ ლარამდე გაიზარდა ( ამაში არ შედის მუნიციპალიტეტებისათვის წაღლეტილი თანხა), ასევე პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ამ დაწესებულების მხარდაჭერა „ოცნებისადმი“. ამას მისი დღევანდელი განცხადებაც მოწმობს.
საპატრიარქოც მონაწილეობს იმ ძალადობაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
ბობოლა მღვდლებთან გადაღებული სურათები მაინც მოაშორეთ სოციალური ქსელებიდან ოპოზიციურმა პარტიებმა, წინასაარჩევნოდ რომ იწონებდით თავს“, – წერს რომან გოცირიძე.