საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა. 30 წლის ქართველი გმირი 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
გიგა ოთხოზორიას შელაპარაკება საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ დე-ფაქტო მესაზღვრეებთან მოუვიდა, თუმცა კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, მის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გაემართა. ე.წ. მესაზღვრეები მას დაედევნენ და უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლეს.
ოკუპანტებმა ეს არ იკმარეს და რაშიდ კანჯი-ოღლიმ დაჭრილ ჯარისკაცს თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ თითმხილველები. მომხდარი დააფიქსირა მიმდებარე მაღაზიის კამერამაც. ქართულმა მართლმსაჯულებამ მკვლელს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრაა ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა რაშიდ კანჯი-ოღლი ამ დრომდე დაკავებული არ არის.
გიგა ოთხოზორია ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.