უკიდურესად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტების მიმართ ასეთ უხეშ ქმედებებზე“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.