სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს | ამ დროისთვის ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს
ბათუმის კლინიკა მედინაში სანიტარმა კვირას გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, “არავის ეგონა, თუ ის გადარჩებოდა… გაკეთდა უნიკალური ოპერაცია. პროგრესი არის, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე რჩება”