სანიაღვრე არხების პრობლება, სოფლის ჩიხების მოწესრიგება, სკოლის შენობის რეაბილიტაცია და ადგილზე კულტურული, ახალგაზრდული ცენტრის მოწყობა. ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომელზეც სოფელ ბანძაში მაცხოვრებლები საუბრობენ. მოქალაქეთა თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ყოფითი საკითხების მოგვარება, როგორიც მაგალითად, სოფლის ცენტრში სველი წერტილის არსებობა, ან სასმელი წყლის შადრევნების მოწყობაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბანძის ადმინისტრაციულ ცენტრში თავმოყრილია სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივები აქაც, ისევე როგორც სხვა სოფლებში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მზარდ მიგრაციას ასახელებენ. მოქალაქეთა თქმით მნიშვნელოვანია ადგილზე დასაქმების წყაროები შეიქმნას . ახალგაზრდები კი ისეთი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ, როგორიც მაგალითად, სპორტ დარბაზების , კინოსა და თეატრის არ არსებობაა მთლიანად მარტვილის მუნიციპალიტეტში: თუ რას გეგმავს მარტვილის მერია სოფელ ბანძაში და რა პახუხი აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა საჭიროებებზე , ჩვენ ამ კითხვებზე პასუხების მიღება მარტვილის მერისგან თორნიკე ჯანაშიასგან ვცადეთ, თუმცა მერმა კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე საუბრისგან თავი შეიკავა.