“სანთლით ვეძებთ ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავს
1 წელია ვერ მოხერხდა დანაპირების შესრულება ქუთაისის მძიმე და ღრმა ჯანმრთელობის პრობლემების ბავშვთა სახლზე!
1 წელია დავკარგე დრო, უძვირფასესი დრო.
ამასობაში ხომ შევაგროვებდი 15,000ლარს და ვიხსნიდი სახლს დატბორვიდგან და სხვა თანმდევი უბედურებებიდან რაც ამის გამო სახლს დაემართა.
რადგან თქვენთან დარეკვით დავიღალე, რადგან მერიდება მერიის იმ თანამშრომლების რომელსაც უხერხულში აგდებთ რადგან მათ ეუბნებით რომ ‘დღეს მაოწერინებთ ემრს ხელს’ რომ ‘ მერთანაა შეტანილი ხელმოსაწერად” და ამიტომ იქნება აქედან მაინც მოგაწვდინოთ ხმა!
საქართველოში საუკეთესო ბავშვთა სახლი ზიანდება უბრალოდ იმიტომ რომ ბავშვურად გენდეთ! იმიტომ რომ მემორანდუმზე ხელი მაქვს მოწერილი :))))
არასოდეს, არასოდეს 15 წლის მანძილზე არ მახსენდება ადგილობრივი მთავრობა და მისი რაიმე სახის დახმარება! ძლივს, ქალი მერის მაოდგილის პირობებში, საკრებულოს შევაცვლევინეთ არსებული რეგულაცია რომელშიც ჩვენ არ მოვიაზრებოდით და მოვხვდით როგორც იქნა სოციალური პროექტებში: ჰიგიენური საშუალებების და კომუნალური გადასახადების მინიმალური დაფინანსებაში (ზამთარში ერთ სახლზე გაზის გადასახადი 1600ლარამდეა და ადგილობრივი სოციალური სამსახური 300ლარამდე გვინაზღაურებს) მადლობა ამისთვის ბ-ნ ვარლამ გობეჯიშვილს!
მანამდე ჩვენი არსებობაც კი არ იცოდით!
ამდენი ხანია ვაწვდით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სერვისს რათქმა უნდა ჯანდაცვის სამინისტროს და სპონსორის (აგენტების) საშუალებით!
და ქუთაისის მერიას არ აინტერესებს ჩვენი 7 განსაკუთრებული რომელიც რათქმა უნდა ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მაგრამ ასაქმებენ არც თუ ცოტა ხალხს და ქმნიან ევროპულ სერვისს! ღირსეულ ევროპულ სერვისს!
ახლა არც დიპლომატია მაინტერესებს და არც ის, დაგვაფინანსებთ თუ არა. მაინც აგენტები ვართ!