სად და როგორ ირღვევა ბავშვთა უფლებები, რა პროგრამები არსებობს და ვინაა პასუხიმგებელი არასრულწლოვნების დაცვაზე. ამის შესახებ ქუთაისში ისმჯელეს.
ფორუმი ქუთაისის საკრებულოს მხარადჭერითა და გენდერული საბჭოს ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრა გაეროს მიერ დაწესებულ ბავშვთა მსოფლიო დღესთან (20 ნოემბერი) დაკავშირებით შედგა. შეხვედრაში სახალხო დაცველის ოფისის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, სკოლებისა და ბაგა-ბაღების წარმომადგებლები, ასევე იურისტები იღებდნენ მონაწილეობას.
მხარეებმა ერთმანეთს მათ მიერ გამოვლენილი პრობლემატური საკითხები გაუზიარეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბავშვთა უფლებების კოდექსზე, რომელიც სრულად 2020 წლის 1 ივნისს ამოქმედდება. ასევე მშობლემის მხრიდან ბავშვთა პირადი მონაცემების გასაჯაროების ხშირ შემთხვევბსა და აქედან მომდინარე საფრთხეებზე.