სამხრეთ კორეაში ტყის ხანძარს სამი მეხანძრე და ერთი საჯარო მოსამსახურე ემსხვერპლა. მთავრობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა , განაცხადა
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძარს, რომელიც პარასკევს შუადღისას დაიწყო სანჩეონგის რეგიონში, 304 მეხანძრე აქრობს პროცესში ჩართულია 20 ვერტმფრენი.
ბრძანება გაიცა სამხრეთის 15 სოფლის 200-ზე მეტ მაცხოვრებელს ევაკუაციის შესახებ.
„დადასტურდა, რომ ოთხი ადამიანი – სამი მეხანძრე და ერთი საჯარო მოხელე – გარდაცვლილია“, – განუცხადა AFP-ს სახანძრო სააგენტოს წარმომადგენელმა.
კორეის სატყეო სამსახურის ცნობით, ტყის ხანძრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სხვა რაიონშიც მოხდა, მხოლოდ შაბათს დაფიქსირდა 16 შემთხვევა.