“დღეს ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. ჩვენი სამსახურის თითოეული ადამიანი, რომელიც 24/7 ჩართულია სტიქიასთან ბრძოლაში , რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში , უზრუნველყოს ქალაქში უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობა, სამწუხაროდ თბილ სახლებსა თუ ოფისებში მოკალათებული პასუხიმგებლობიდან დაცლილი პერსონებისგან უპასუხისმგებლო, უმადურ, და ამავდროულად არაობიექტურ განცხადებებს ისმენს თოვლის მოსვლით გამოწვეული ვითომდა “პარალიზებული ქალაქის” შესახებ.
შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვართან პირისპირ დარჩენილი ა(ა)იპ ” სპეციალური სერვისების” მუშა ჯგუფები რომლებიც თავიანთი უტეხი რწმენით , შეუსვენებლად ცდილობენ ღირსეულად მოიხადონ პროფესიული ვალი ქალაქის წინაშე, მინიმუმ იმას მაინც იმსახურებენ საზოგადოებას მიაწოდოთ ინფორმაცია რეალური სურათის ობიექტურად აღქმის უნარით.-წერს ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.