სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა „ნიჭიერთა ათწლედის“ დამსახურებული პედაგოგი, ყველა თაობისთვის ძვირფასი, საყვარელი, სათნო, გამორჩეული კულტურის მქონე პიროვნება, ნამდვილი ინტელიგენტი – ქალბატონი ნანა მახარაძე.
ქალბატონი ნანა მახარაძე ნახევარ საუკუნეზე მეტი მოღვაწეობდა „ნიჭიერთა ათწლედში“. მან მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და უდიდესი სიყვარული თავდაუზოგავად მიუძღვნა ჩვენს სკოლას და აღზარდა არაერთი თაობა შესანიშნავი მუსიკოსებისა.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ კოლექტივი ქედს იხრის ქალბატონი ნანას ნათელი ხსოვნის წინაშე და მადლობას უხდის მას იმ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე.
სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ უსამძიმრებს ქალბატონი ნანას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ახლობლებსა და აღზრდილებს ამ უდიდეს დანაკლისს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.