ქუთაისის შემოვლითი გზის ნაწილი გადაკეტილია. ინფორმაციას მგზავრები გვაწვდიან, რომლებიც დედაქალაქში წასვლას ქუთაისის გვერდის ავლით გეგმავდნენ.
ავტობანის გადაიკეტვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა და მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა. თუმცა, როგორც გაირკვა გზის გარკვეულ უბანზე შეზღუდვა მოხსნილია და გადაადგილება ორმხრივად ქუთაისის გვერდის ავლით კვლავაც შესაძლებელია.
,,დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმარტულებით ჩაიკეტა სარემონტო სამუშაოების გამო. ავტობანის ორმხირავად გახსნა დროებითი ღონისძიებაა საპატრულო პოლიციის მხრიდან , რაზედაც ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ”-განაცხადეს ჩვენს შეკითხვაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე.