დაზუსტებული ინფორმაციით, სამტრედიაში 60 წლის მამაკაცს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
როგორც ცოტა ხნის წინ ვიუწყებოდით, სოფელ იანეთში მცხოვრები დავით ჯიბაშვილი სამი დღის წინ გაუჩინარდა. მამაკაცი სამწყემსურში იყო წასული. როცა სახლში მისვლა დაიგვიანა, მეუღლემ ძებნა დაუწყო. ადგილას, სადაც პირუტყვს აძოვებდა, ნაპოვნია ჩანთა, რომლითაც დაკარგულს საგზალი დაჰქონდა.
დავით ჯიბაშვილს ოჯახში მეუღლე და დედა ჰყავს. დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და დაკარგული შვილის შესახებ არაფერი იცის.
დავით ჯიბაშვილს ემიგრაციაში ჰყავს ორი შვილი. მომხდარის გამო ვაჟი დღეს ჩამოფრინდა პოლონეთიდან და თავად ჩაერთო სამძებრო ღონისძიებაში. სამძებრო ოპერაციებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.
წყარო: გურია ნიუსი