პოლიციამ კიდევ ერთი აქტივისტი დააკავა, – ამის შესახებ თამარ თოთლაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.
“ბათუმში მიმავალი სამტრედიაში გამაჩერეს და უკან მოვყავარ თბილისში პოლიციას.”
19 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ 14 პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, იდენტიფიცირებულია კიდევ 13 პირი, რომელთა მიმართაც სამართალწარმოება გაგრძელდება.








