სამი წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა – პარტია ”თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, წერეთლის გამზირზე გზას, სადაც სარეაბილიტაციო სხვადასხვა სამუშაოები უკვე სამი წელია მიმდინარეობს იუბილე გადაუხადა.მისი თქმით, მერია არასწორი მენეჯმენტის გამო ერთი და იგივე გზას რამდენჯერმე თხრის და სამუშაოებს წლების განმავლობაში აჭიანურებს. გოგი წულაიამ სამი წლის “იუბილეს”აღსანიშნად ტორტი და სანთლები მიიტანა.”ეს არის მაგათი უთავბოლობის ბრალი. ჯერ იყო ინტერნეტის კაბელების ჩაყრა დაიწყეს, შემდეგ “სოკარ გაზმა” გათხარა, ახლა დაიწყო კანალიზაცია და სამი წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს და მოქმედ ობიექტებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა. ზაფხულში მტვერია,ზამთარში ტალახი. ამიტომ, ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მივულოცეთ მათი პირმშოს, წერეთლის ქუჩის სამი წლის იუბილე. ვულოცავთ იმასაც, რომ ისევ გახდა მინისტრი და იმედი გვაქვს 7-8 წლამდე გააძლებინებს მათ პირმშოს”, – განაცხადა გოგი წულაიამ.ცნობისთვის წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 7 მილიონი ლარია გამოყოფილი. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით გზის რეაბილიტაცია 2021 წლი გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა
სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...