LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„სამი რომანი“ – ქუთაისში ბესო ჩუბინიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

„სამი რომანი“ – ქუთაისში ბესო ჩუბინიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დაპოსტა 2024/02/05-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება
„სამი რომანი“ – ქუთაისში აფხაზეთის ომის ვეტერანის, ჟურნალისტისა და მწერლის ბესო ჩუბინიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. 27 თებერვალს მწერალი საზოგადოებას „ქუთაისის უნივერსიტეტში” შეხვდა.
“სამი რომანი” თბილისის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის სინამდვილეზეა. “მამის ლოცვა”, “უკან მომავალში”, “ღიმილის ბიჭები” – სამი რომანია ერთ წიგნად. თქვენი თანამედროვე გმირის თავგადასავალი საქართველოსთვის ბრძოლაში.იცოდე შენი შენი ქვეყნის ნამდვილი ისტორია” – ასეთია წიგნის აღწერა, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში შედგა.
“აი, ასე სტანდარტულად შეიძლებოდა დარჩენილიყო ეს სათაური, რომ არა ის ქალაქი, ის ხალხი და ის გარემო, რომელიც როგორც წესი მე ქუთაისში ყოველი ვიზიტის დროს მხვდება ხოლმე ❤ – ამიტომაც რა გამომილევს სამადლობელს….
ქუთაისელი ქორეოგრაფის, „მეგა კაცის“ ანსამბლ „ერისას“ ხელმძღვანელის პაატა ქარქაშაძის დამსახურებით „ქუთაისის უნივერსიტეტმა“ მიმასპინძლა დღეს და აი, ასეთი დაუვიწყარი შეხვედრა გამოგვივიდა
ყველაზე მთავარი იცით რა არის? ის, რომ ამ დარბაზში თაობა გადაკვეთა იყო – ქუთაისის ნამდვილ კოლორიტებთან ერთად, ქუთაისელი ყმაწვილი გოგო-ბიჭებიც შეკრებილიყვნენ და ერთნაირი მონდომებით უსმენდნენ ჩემს მონათხრობს… აი, ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება!
თბილი სიტყვებისთვის, მადლობის მეტი ახლა და ამ წუთას არაფრის თქმა არ შემიძლია – ჩემი ნათია ჯიმშელეიშვილი (რომელიც სხვათაშორის 2018 წელს ჩემი 1-ლი წიგნის პრეზენტაციის ავტორი იყო ქუთაისში), ვაჟა ჯუღელი, მერაბ კვიცარიძე, ლევან როხვაძე, ჩემი მანუჩარ კაჭახიძე (რომელიც თავის 2 ტყუპ ძმასთან ერთად მეწვია)
სიტყვის გამოსვლა ყველამ ვერ მოახერხა, მაგრამ როცა დარბაზი აქტიურადაა ჩართული თემის განხილვაში, ამაზე დიდი ბედნიერება წიგნის ავტორისთვის არაფერია – ჩემი მამა ექვთიმე, ჩემი დათო ღაღანიძე, ჩემი ტკბილი ქალბატონი ინეზა, ჩემი ულამაზესი კრისტინე და ის ხალხიც, რომელიც ამ დღეს პირველად გავიცანი მაძლევდნენ, მაძლევენ სტიმულს და ალბათ მომავალშიც ასე იქნება, რომ უბრალოდ – არ დავიღალო ❤
განსაკუთრებულად ემოციური ემიგრანტების შვილებთან შეხვედრა, მათი ოჯახის სხვა წევრები და უბრალოდ ის ადამიანები იყვნენ ვინც LIVE-ში უყურებდნენ ამ ყველაფერს
ემოციის პიკი კი ალბათ ის იყო, რომ ბ-ნი გია ტკვაციარიასგან (იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე) ლევან როხვაძის ხელით გადმომეცა წმინდა გიორგის ახლადდაწერილი ხატი ❤ რომელიც ჩემს მუზეუმში დაიდებს ბინას
გადაღლილობის გამო, ამ პოსტში ყველას ვერ გადავუხადე მადლობა, მაგრამ კიდევ მაქვს ამისთვის დრო მომდევნო დღეებში… ახლა, უბრალოდ ეს ემოცია, რომ არ გამესაჯაროვებინა არ შემეძლო ❤
მადლობა ქუთაისო” – წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ
მთავარი

5 აპრილს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
მთავარი

ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს შინ ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს. ბზობის ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა...

დაწვრილებითDetails

ოქრო ისევ ძვირდება -რა ღირს ერთი გრამი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს. ამასთანავე,...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში - 20 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც აპრილში დიდი სიურპრიზი ელის

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

გაზაფხულის შუა პერიოდს არა მხოლოდ თბილი ამინდი, არამედ ის მოულოდნელი სიურპრიზებიც გაამრავალფეროვნებს, რომლებსაც სამყარო ზოდიაქოს ზოგიერთი იღბლიანი წარმომადგენლისთვის ამზადებს… აპრილი მოულოდნელი გარდასახვებით იქნება სავსე და მათ ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში, თუნდაც...

დაწვრილებითDetails

სად უნდა შევიძინოთ ბზა, შეიძლება თუ არა მისი შეძენა სხვას ვთხოვოთ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
მთავარი

ქრისტიანული სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. როგორ აღვნიშნოთ ეს დღე სწორად, სად შევიძნოთ ბზა და რომელ ოთახში უნდა ვიქონიოთ ბზის ტოტი მთელი წლის განმავლობაში. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"