საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, პანდემიამდელ მაჩვენებელს, თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში აღნიშნული მიზნით უცხოელების მხრიდან 28,8 ათასი ვიზიტი განხორციელდა, 2022 წელს 21,6 ათასი, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს 135,6 ათასს შეადგენდა (შენიშვნა:პანდემიის დროს, 2020-ის მეორე კვარტიდან 2021 წლის ჩათვლით, სტატისტიკა არ იწარმოებოდა).
რაც შეეხება წინა წლების მაჩვენებლებს, 2018 წელს სამედიცინო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის 196,8 ათასი უცხოელი ჩამოვიდა, 1017 წელს – 175,2 ათასი, 2016 წელს – 205,2 ათასი, 2015 წელს – 224,4 ათასი და ა.შ. აღნიშნული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ გასული 2 წელში შემცირება რეკორდულია.










