მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩაში 50 წლის კაცმა 86 წლის დედა ნაჯახით მოკლა. თაიმერის ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ბრალდებულმა დედის მკვლელობის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იქირავა მიცვალებულების ჩასასვენებელი მაცივარი. სადაც მოკლული დედა ჩააწვინა. შვილი ორი დღის მანძილზე, როგორც ჭირისუფალი სამძიმარს ღებულობდა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ დაიწყო გამოძიება.
როგორც მეზობლებმა ,,თაიმერს” უთხრეს, პოლციელებმა დაათვალიერეს ცხედარი და აღმოჩნდა, რომ ქალი მოკლული იყო.
მკვლელობის სავარაოდო მოტივად პენსია სახელდება. როგორც ამბობებ, დედამ შვილს პენსია არ მისცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა. მკვლელი დაკავებულია.
წყარო: თაიმერი