? წყალტუბოს ,,სამგურალს” გუნდის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის.
46 წლის სპეციალისტი პრო ლიცენზიის მფლობელია და საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს.
წლების წინ მუშაობდა ქუთაისის ,,ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან იყო ,,სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. გასულ წლიდან მუშაობს კლუბის სპორტულ დირექტორად.










