როგორც მოგეხსენებათ ეროვნული ლიგის 30_ე ტურში წყალტუბოს “სამგურალმა” _”თელავს” უმასპინძლა.
ირაკლი რუხაძემ ,,თელავთან” 47–ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და გატანილი გოლი, ვაკის პარკში ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
57_ე წუთზე რუხაძემ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა , 2_0 “სამგურალის” სასარგებლოთ. ირაკლი რუხაძეს მიმდინარე სეზონზე ეროვნულ ლიგაში 11 გოლი დაუგროვდა ,ამ გამარჯვებით კი “სამგურალი” სატურნირო ცხრილში მე_3 პოზიციას დაუბრუნდა.