ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე, მამა ანდრია სარიას მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის სიტყვას არ ენდობა, პატრიარქს კი წლებია იცნობს და მსგავსი რამ არასდროს სმენია.
„მამა ანდრიას მე ვიცნობ სტუდენტობიდან და ახლაც ვიცნობ მისი საქმეებით, ვიცნობ სიტყვით. მისი სიტყვა და საქმე ბევრჯერ არ ემთხვევა, ეს მისი პრობლემაა. ახალი რამე განცხადება თუ გააკეთა არ ვიცი. მე არ მომისმენია ჩანაწერები.
1983 წლიდან მე ვარ პატრიარქის გვერდით. არც მინახავს, არც გამიგია და არც მსმენია ვინმესგან და სარია რატომ აკეთებს ამას, თვითონ აგოს პასუხი თავის სიტყვებზე. მე არ ვიცი ვინ რისთვის იბრძვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს.
ერთი რამ ავიწყდებათ, ვინც სამართლისათვის იბრძვის, თითქოს, მოტივაცია ეს არის, მაგრამ შენ ხარ ეკლესიის წიაღში. გაქვს წაკითხული წმინდა წერილი და კარგად იცი, თუ წყალობა არ აღემატა სამართალს, ვერავინ გადარჩება. ამათ წყალობა და სიყვარული ავიწყდებათ და მარტო სამართალს ლაპარაკობენ და სამართალი წყალობის და სიყვარულის გარეშე სისასტიკეა, თუ მართლა სამართალზეა ლაპარაკი. სამართლის საფარქვეშ არის მზაკვარი ცილისწამება, ეს მისი სინდისის საკითხია რას ამბობს, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ, მისი სიტყვაც ვიცი და საქმეც. ამიტომ მე მის სიტყვას არ ვენდობი“, – განაცხადა მეუფე იოანემ.
ლოცვა-კურთხევის აღების შემდეგ ტუჩებში მეცა – მამა ანდრია სარიას სკანდალური განცხადება (+აუდიო)









