საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას – „იფიცება საქართველო!“ შეუერთდა. ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე მყოფ გაფიცულ მოქალაქეებთან ერთად იმყოფება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
„მე ვდგავარ ამ ხალხთან ერთად, რომელიც დღეს იფიცება. ეს არის სიახლე ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს არ არის სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში. ეს არის მშვიდობიანი ფორმა პროტესტის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.










