საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს.
როგორც ცნობილია, მანამდე, ევროპარლამენტარები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ, კერძოდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.