LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,სალამი აფხაზეთიდან…”

,,სალამი აფხაზეთიდან…”

დაპოსტა 2021/03/02-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება
,,სალამი აფხაზეთიდან… იმ აფხაზეთიდან, 25 წელია სახელის მეტი, რომ არაფერი შემორჩენია.
ბევრს ახსოვს როგორი იყო ადრე. გამორჩეულად ლამაზი იყო მაშინ. არსად ისეთი ლურჯი არ ყოფილა ზღვა, როგორც ჩვენთან. ხალხიც სხვანაირი იყო. დღეს, რომ გარუსებულა ყველა, ისე არა. ეს მანამდე, სანამ ბომბებს დაგვიშენდნენ.

მაშინ 17 წლის ვიყავი… ჯერაც პატარა, მაგრამ ცხოვრებაზე სხვა თვალით შემყურე. მძიმედ მახსოვს ომის დაწყების წუთები. სახლში მისულს უცნაური სურათი დამხვდა: დედა ჩემოდნებს ალაგებდა, ჩემს პატარა დას ეძინა, ბებია ტიროდა, მამა- სახლში არ იყო. მახსოვს დედამ ერთი დაიტირა, რომ სოხუმი დაეცა და ჩვენ აქ ვეღარ დავრჩებოდით… ვერ გეტყვით რა დამემართა. მაშინვე გავიქეცი და ჩემი ძმაკაცები ვნახე. ოღონდ, ეს ისეთი ნახვა იყო, რომ ჩვენ არ გაგვიცინია. მხოლოდ, ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით. შევიკრიბეთ და აფხაზეთის ომში წასვლა გადავწყვიტეთ… ცოტა მეშინოდა…ცოტა კი არა და, ძალიან მეშინოდა, მაგრამ დედის თვალებს, რომ შევხედე მივხვდი, რომ საკუთარი თავი არაფრად მიღირდა. წასვლამდე მინდოდა ჩემებისთვის ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა, მაგრამ დედამ არ მომისმინა. ყველაფერს ვკარგავთ და შენც ვერ დაგკარგავთ-ო…

გავიპარეთ. წასვლის უფლებას მაინც არავინ მოგვცემდა ჩვენ კი – ბრძოლის ჟინი გვკლავდა. გვეგონა გმირობას ჩავდიოდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ვიჩქარეთ. ვხედავდი, როგორ მომიკლეს 3 ბავშვობის მეგობარი და მაშინ მიხვდი, რომ აღარაფერი გამაჩნდა, ყველაფერი რუსულმა ტანკებმა გამინადგურეს. ბებია – ჩემზე ჯავრმა შეიწირა, მამამ გაქცევა მოახერხა. სად წავიდა არც ვიცი… მარტო დედა და ჩემი და დარჩნენ, რომლებიც ყოველდღე მელოდნენ. არ გაიქცა დედა, გესმით? არ გაქცეულა, არა. ვერ დატოვა აფხაზეთი და ვერც მე დამტოვა. თითქმის ყველა გაიქცა, ყველამ თავს უშველა. ყოველდღე ვხედავდი აბარგეულ ხალხს მხოლოდ თავის გადარჩენა რომ სურდა. არცერთს ვამტყუნებ, პირიქით – გარუსებას გაქცევა ჯობდა. რისი მომსწრე არ გავხდი. ერთი კი მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანს ადამიანი ასე სძულდეს?! როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ ქალებს, მოხუცებს, ბავშვებს… ომი დამთავრდა… ერთი ხელის მოსმით შეიცვალა აფხაზეთი…ფაქტიურად მოკლეს.

აღარც ლურჯი ზღვაა და არაფერი. მხოლოდ, ომის კვალი ატყვია. გალის რაიონი, ოდითგანვე სამურზაყანოდ ცნობილი, ყოველთვის ქართული კულტურის კერას წარმოადგენდა. მან ძმათამკვლელი კონფლიქტი ყველაზე გვიან იწვნია, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი შედეგი აქ იყო. რამდენი წელია ენგურს არ გამოვცდენილვარ. პროტესტის გრძნობა მახრჩობს, საზღვარზე ყოველ დღე ცინიზმის და შეურაცხყოფის ატანა გვიწევს. ერთი კი – ყველას გვძულს რუსები და გააფხაზებული ქართველები. სოხუმი სავსეა ე.წ. ქართველებით, რომლებმაც გვარები აფხაზურად გადაიკეთეს. აფხაზი ერი არ არსებობს.

იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის დღე, როცა სისხლით მონათესავე ქართველები და აფხაზები მომავალ თაობათა ბედ-იღბალზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით გაერთიანებულნი პატივს მიაგებენ სამურზაყანოს თვითმყოფადობას. აფხაზეთი- ჩვენი ყველაზე დიდი სატკივარია. უმოწყალოდ დახოცილი თანამემამულენი, შელახული რეპუტაცია, დაკარგული ტერიტორიები. მაგრამ იმედი ერთია, რომ აღდგება ისტორიული სამართალი და იზეიმებს კაცთმოყვარეობა!”

ავტორი: მაგდა ჯიშკარიანი
p.s. არ ვიცი აფხაზეთი ახლა როგორია, ისევ არის თუ არა  ლურჯი ზღვა, როგორიც ომამდე იყო, მაგრამ ერთი ვიცი: აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია !

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები- ბუბა ჩივაძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება
მთავარი

ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისი მერმა წინასწარ იცოდა, რა საკითხთან დაკავშირებით მიდიოდა ჟურნალისტი მასთან. როგორც ჩივაძე განმარტავს, მასალა მზადდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ...

დაწვრილებითDetails

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
მთავარი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები. ორგანიზაცია, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით....

დაწვრილებითDetails

,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე
მოქალაქე ჟურნალისტი

რა კარგია, როცა ზაფხული დგება! სკოლას ვამთავრებთ, დაღლილები ვართ მთელი წელი დატვირთული გრაფიკისგან. ძალიან გვიხარიასკოლისდამთავრება და ბოლო დღეს წიგნების ჩაბარების შემდეგ ვზეიმობთ ამ ამბავს. იწყება ზაფხულის არდადეგები. გრძელი დღეები და...

დაწვრილებითDetails

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…

by მეგა TV
მაისი 5, 2021
0
გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…
მოქალაქე ჟურნალისტი

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს. სახელად, შოთა. ეს კაცი მარტოხელაა . არავინ იცის სახლში როდის ათევს ღამეს, ან ათევს თუ არა. სულ დადის, მის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. დადის ზამთარში და ზაფხულში,...

დაწვრილებითDetails

გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!
მოქალაქე ჟურნალისტი

ახლა, როცა ვწერ, ჩემთვის, სიბნელეში ვზივარ და მთვარის შუქით არეკლილ სივრცეს გავყურებ. იქ, სადღაც, ჰორიზონტის ბოლოს, ვარსკვლავი მოსწყდა და მეც სურვილი ჩავიფიქრე... მეზობლად ერთი დიდი ჟრიამული ისმის და მიხარია, ხოლმე....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"