LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ

საკონსტიტუციოს მოსამართლეს ბათუმში სახლი აქვს, მაგრამ მისთვის ბინას მაინც ქირაობენ

დაპოსტა 2024/01/09-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილისთვის ბათუმში ბინის დაქირავებაზე ბიუჯეტიდან 43 240 ლარი დაიხარჯა, თუმცა მას ზღვისპირა ქალაქში უკვე სამი წელია საკუთარი სახლი აქვს.

“ბათუმელების” ინფორმაციით, მთლიანობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლის ბინით უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 338 990 ლარი დაიხარჯა – ეს სამი წლის თანხაა. მათგან ყველაზე ბევრი – 50 ათას 750 ლარი, ანუ თვეში 1 450 ლარი სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ბინის ქირაზეა დახარჯული.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი თეთრი არ არის დახარჯული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ბინით უზრუნველყოფაზე [საკონსტიტუციოს სულ 9 მოსამართლე ჰყავს]. დოკუმენტის თანახმად, ეს იმიტომ, რომ ხვიჩა კიკილაშვილი ბათუმში საკუთარ ბინას ფლობს. „გააჩნია საკუთარი საცხოვრისი და არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას“, – წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2021 წლიდან დღემდე სოლიდური თანხა, კონკრეტულად კი 43 ათას 240 ლარი დახარჯულა ვასილ როინიშვილის ბინის ქირაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ დაიხარჯა ვასილ როინიშვილისთვის ბინის ქირაობაზე სოლიდური თანხა.

ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოდან რამდენიმე კვარტალში, კონკრეტულად კი ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, 100 კვადრატულ მეტრ ბინას ფლობს.

2023 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ამ მოსამართლეს საბანკო ანგარიშებზე ნახევარი მილიონი ლარის დანაზოგიც აქვს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაიხარჯა ბიუჯეტიდან მისთვის ბინის დაქირავებაზე 43 ათას 240 ლარი, ანუ თვეში 1 200 ლარი.

ვასილ როინიშვილის ხელფასი თვეში 12 819 ლარია.

რაც შეეხება დანარჩენ მოსამართლეებს, მათივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს ბათუმში ბინა არ აქვთ.

„ბათუმელებმა“ მოსამართლეების საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები საკონსტიტუციო სასამართლოდან 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოითხოვა. გამოცემა წერს, რომ სასამართლომ, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, საჯარო ინფორმაცია არასრულად მიაწოდა და ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემები დამალა, რის გამოც, “ბათუმელებმა” 11 დეკემბერს საკონსტიტუციოში ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნა, საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემის მოთხოვნით.

მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, 19 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გამოცემას გადასცა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
მთავარი

  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს  

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო
მთავარი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი 7 თვეზე მეტია, პატიმრობაში არიან, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.  2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 1, 2026
0
იმერეთში ყველის არარეგისტრირებული საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენას განაგრძობს. ინდივიდუალური მეწარმე ლ. ე. (მის: სამტრედია, სოფ იანეთი), ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, ეგრეთ წოდებულ ყველს აწარმოებდა შემდგომი...

დაწვრილებითDetails

“სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია”- სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. უწყების განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანს გაზაფხულის ბოლომდე გაუმართლებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, რთული პერიოდი მეტისმეტად გაიწელა. საქმეები ფერხდება, ემოციური ფონი უკიდურესად იძაბება, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები კი კვლავაც არ ჩანს. თუმცა, ასტროლოგიური სურათი იცვლება. 2026 წლის ​გაზაფხულის მიწურულს...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით
მთავარი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პრევენციით! 1 -7 აპრილის ჩათვლით, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პაკეტებს, რომელიც უზრუნველყოფს სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და გამოცდილ ექიმთა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ამირან ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყო მოთავსებული. „გარდაიცვალა ემიგრანტი ამერიკაში ამირან ნიკოლაიშვილი იშვიათი წესიერების და...

დაწვრილებითDetails

2 აპრილს ქუთაისში შუქი გაითიშება-ნახეთ მისამართები

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

2 აპრილს  გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს. ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქუთაისში ამ მისამართებზე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 195...

დაწვრილებითDetails

დააკავეს დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი, რომლებიც დაზარალებულს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხნენ

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით - 1982 წელს დაბადებული ე.დ. და დედა-შვილი: 2008 წელს დაბადებული თ.ი. და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
რამდენი სკოლა-პანსიონია საპატრიარქოს განკარგულებაში
მთავარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მოწვევით, 3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"