LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავს

საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდება – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავს

დაპოსტა 2023/09/14-ში
A A
188
ნახვა
გაზიარება
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპროექტი ამ საკითხის გადაწყვეტას ითვალისწინებს.

„ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ საკვებად ვარგის სურსათს არსებობის ვადა გაუხანგრძლივდეს და ადამიანებს მათი გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდეს. კანონპროექტის მთავარი მიზანია, რომ სურსათის ნარჩენად ქცევის პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვის დროს ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, მათ შორის, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდანაც.

სხდომაზე კანონპროექტის ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებზე იმსჯელეს, მათ შორის, ტერმინთა განმარტებაში დაზუსტდა სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის განმარტება, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესოპერატორით შეიცვლება, რათა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ზედამხედველობის განხორციელებაში პრობლემები არ შეექმნას.

ამასთან დაკავშირებით, ხატია წილოსანმა გააკეთა განმარტება, რომ კანონპროექტით ფიზიკურ პირს არ ეკრძალება გარკვეული დონაციის განხორციელება, განსაკუთრებით, როდესაც ეს ჰუმანიტარული მიზნებისთვის არის განკუთვნილი.

კანონპროექტი ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევებს არ გაითვალისწინებს და არაფორსმაჟორულ სიტუაციაში არსებულ შემთხვევებს დაარეგულირებს.

მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, ევროკავშირს, ექსპერტებს, კანონპროექტის ინიციატორებს აღნიშნულ თემაზე მუშაობის პროცესში დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საშემოდგომო სესიაზე მიღებული კანონპროექტი ამოქმედებისთანავე ხელს შეუწყობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა ჯუმბერ მარუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა აღნიშნული კანონის მიღებით, სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს წინ.

მანვე დააფიქსირა, რომ FAO მზად არის მხარდაჭერა გააგრძელოს უკვე კანონის აღსრულების ნაწილშიც, მათ შორის, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით.

„მნიშვნელოვანი კანონპროექტია, საკმაოდ ბევრი ფილტრი გაიარა, ბევრი მოსაზრებაა გათვალისწინებული. პლენარულ სხდომაზე გატანამდე მასზე მუშაობას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სრულყოფილ კანონპროექტს, რომელიც საბოლოოდ შეასრულებს იმ კეთილ მიზნებს, რომლებიც დასახული გვაქვს“, – განაცხადა სხდომის წამყვანმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.

კომიტეტმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.

გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

“შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და „ბლატაობ“? ” – ალუდა ღუდუშაური

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
“ცოლი ორჯერვე ნიუ იორკში ამშობიარა”-წერს თომა რუსტიაშვილი
მთავარი

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7203 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7215 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...

დაწვრილებითDetails

” აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ?” – თეა წულუკიანი

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ძალიან ცუდია ქვეყნისთვის უტვინო ოპოზიცია და რამე მოიფიქრეთ ჭკვიანური. საკუთარი ამომრჩევლის მაინც არ გრცხვენიათ?! მათ შორის ხომ უამრავი მშრომელი და გულწრფელი ადამიანია? რატომ აცოტავებთ თქვენივე რიგებს? – თეა წულუკიანი
მთავარი

აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით,რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - ამ კითხვით დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას მიმართა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება...

დაწვრილებითDetails

რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

რიგ დარღვევაზე მძღოლებისათვის და ასევე, ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა. პარლამენტის მიერ...

დაწვრილებითDetails

“თუ მიქანაძე ხედავდა, რომ სტრასბურგში ქვეყანას ვღალატობდი, რატომ იქვე არ მეცა ყელში?” – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში  ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მთავარი

გივი მიქანაძე] ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალობდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? - თუ ხედავდა,...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური დანაშაულებისთვის გასამართლებული პირებისთვის ქონების გადაცემა ცალკე დანაშაული იქნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

თუ თაღლითის, მიმთვისებლის, გამფლანგველის ოჯახის წევრები ან მეგობრები გადაწყვეტენ, რომ საკუთარ სახლებში აცხოვრონ, ეს ცალკე დანაშაული იქნება - პირები, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გამოსულ პირს სარგებლობაში უძრავ ქონებას ან საავტომობილო საშუალებას...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი”- გიორგი გახარია

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

ჩვენთვის მანდატების ჩამორთმევა არასდროს ყოფილა პროცედურული საკითხი, ეს ეხებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნებისთვის გზის გახსნას, შეთითხნილი ბრალდებების წინ იმუნიტეტის გაუქმებას და მუნიციპალური არჩევნების წინ მთავარი პოლიტიკური საფრთხის აღმოფხვრას, - ამის შესახებ გიორგი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ფინანსური იღბალი ეწვევათ

by მეგა TV
ივლისი 2, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

ფულის გამომუშავებისადმი დამოკიდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს. ზოგიერთი ადამიანი ბევრს შრომობს და გრძნობს, რომ არ იღებს საკმარის შედეგს. სხვებს მეტი იღბალი აქვთ. როგორც ჩანს, ფული მათკენ მდინარესავით მიედინება. ისინი ადვილად უკავშირდებიან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"