LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

დაპოსტა 2025/06/24-ში
A A
32
ნახვა
გაზიარება

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 5 წელზე გაწერილი მასშტაბური პროექტი რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს და მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც გარემოს დაცვის, ისე ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისათვის.

საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში, ლიცენზიატმა 12 რეინჯერი უნდა დაასაქმოს. პირველ ეტაპზე შერჩეულია და დაკისრებულ მოვალეობას უკვე 6 რეინჯერი ასრულებს. თითოეული მათგანი ადგილობრივი მკვიდრია.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ და მოვუაროთ პროექტით გათვალისწინებულ 13 000 ჰექტარ ტერიტორიას, გავუფრთხილდეთ უნიკალურ ფლორას, ხელი შევუწყოთ წითელ ნუსხაში დაცული ცხოველების გამრავლებასა და მათ ველურ ბუნებაში გაშვებას. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. ამიტომაც თანამშრომელთა შერჩევის პროცესში უპირატესობა სწორედ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ენიჭებათ. ამასთან ერთად, რთული რელიეფის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რეინჯერები ტერიტორიას კარგად იცნობდნენ, მათ შორის ალპურ ზონას. ამ კუთხით ადგილობრივებს ყველაზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ექვსი რეინჯერი უკვე გვყავს. მომდევნო ექვსიც მუნიციპალიტეტიდან დასაქმდება“.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რეინჯერები ტყეში ინტენსიურ მონიტორინგსა და ზედამხედველობას აწარმოებენ. აკვირდებიან და ინიშნავენ ცხოველთა ნაკვალევს, კარგად იციან სხვადასხვა სახეობების ბინადრობის ადგილები. ასევე წმენდენ გზას და მონაწილეობენ ტერიტორიის მოწყობაში.

გრიგოლ კარკაძე წლების განმავლობაში მეტყევე იყო. კარგად იცნობს ველურ ბუნებას და დღეს რეკრეაციულ ფერმაში ხუთ რეინჯერს ხელმძღვანელობს. გვიყვება, რომ დანარჩენებიც მასავით ადგილობრივები არიან და თითოეული ბილიკი ნაცნობია. მუშაობას დილის 8 საათიდან იწყებენ, ორ-ორად იყოფიან და პირველ რიგში ტერიტორიის შესასვლელებს ამოწმებენ. რეინჯერები რეკრეაციული ფერმის მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილდებიან. ავტოპარკი ამ დროისათვის სამ ავტომობილს, ორ ბაგსა და ამდენივე თოვლმავალს მოიცავს. რთულად მისასვლელი ადგილებისათვის კი ცხენია გათვალისწინებული. უახლოეს მომავალში რეინჯერებისათვის დაგეგმილია 6 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც სრულად კეთილმოწყობილი იქნება.

გრიგოლ კარკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ უფროსი რეინჯერი:

„ჩვენს მოვალეობაშია ტყის მოვლა-პატრონობა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფოტოხაფანგების მონაცემების შეგროვება, ქვამარილის გატანა ჩლიქოსნებისთვის და ცხოველების საკვებით მომარაგება. ზაფხული დადგა და მწყემსების დასახვედრად ვემზადებით. ტრადიციულ საძოვრებზე ძოვება ჩვეულებრივად გრძელდება და საჭიროა დაცვა გარეული ცხოველებისგან, ჩვენ ამისთვისაც მზადყოფნაში ვართ. ყველაზე მთავარი კი ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის აღკვეთაა. ბაღდათი პატარა რაიონია, სადაც უმრავლესობა ნადირობის მოყვარულია, თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქ, საირმეში, რეკრეაციული ფერმა ეწყობა, ეს პროცესი პრაქტიკულად შეწყდა, რაც ძალიან გვახარებს.

ვფიქრობ, რომ თითოეულ ბაღდათელს ჩვენი შესრულებული კარგი საქმე სიკეთეს მოუტანს, რეგიონის სტუმრები კი უნიკალური ბუნებით დატკბებიან“.

უკვე დასაქმებულია „რეკრეაციული ფერმის“ სპეციალისტიც, რაც ბუნებრივი ეკოსისტემის მართვაზე პროფესიულ კონტროლს კიდევ უფრო აძლიერებს. მისი ჩართულობითა და რეინჯერთა თანამონაწილეობით ტყეში საგანგებოდ განისაზღვრა ექვსი ლოკაცია და გარეული ცხოველებისათვის საკვების მიწოდება მიმდინარეობს.

ტერიტორიის დასაცავად და ველურ ბუნებაზე დასაკვირვებლად ადგილზე განთავსებულია 25 ფოტოხაფანგი, რომლებსაც ეტაპობრივად კიდევ 15 დაემატება. ტყე და მიმდებარე ზონები 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება დრონით, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

„ფოტოხაფანგებმა უკვე დააფიქსირა გარეული ღორი, არჩვი და შვლები. ამ სახეობებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ სულ მალე მოეწყობა გზა ხანძარქრობისთვის, რათა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მაქსიმალურად ოპერატიულად და ეფექტურად შევძლოთ რეაგირება. იგეგმება საინფორმაციო დაფების განთავსება ტყეში შესასვლელებში, ხოლო სიღრმეში დამონტაჟდება აბრები ტყეში მოქცევის შესაბამისი ინსტრუქტაჟით. მაღალ მთიან მონაკვეთებამდე მისასვლელი ბილიკები კი თოვლის სრულად დნობის შემდეგ მოეწყობა. უკვე მზად არის ორი მოსასვენებელი სივრცე ტურისტებისთვის, რომლებსაც კიდევ სამი დაემატება.

ინფრასტრუქტურულ ნაწილში ასევე გათვალისწინებულია ორი არაკაპიტალური შენობის ჩადგმა ტერიტორიაზე, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი და შესაბამისად აღიჭურვება. შედეგად, ვფიქრობთ, ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები ტერიტორიაზე გადაადგილებას სრულიად უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ“, – აცხადებს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი. 

სამუშაოების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგაც ტერიტორია ღია დარჩება ნებისმიერი მსურველისათვის. აიკრძალება მხოლოდ უკანონო ნადირობა და ხე-ტყის ჭრა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება.

მასშტაბური პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარზე მეტია. ამ დროისათვის უკვე დახარჯულია 700 000 ლარამდე თანხა. ლიცენზიატ კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელიც საბოლოოდ გრძელვადიან ეკოლოგიურ შედეგებს მოიტანს, ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ეკოტურიზმის განვითარებას და რეგიონისათვის დიდი ეკონომიკური სტიმული იქნება.

 

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
გირაოს არ გადავიხდი! ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი – ირაკლი ოქრუაშვილი
მთავარი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.   როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა...

დაწვრილებითDetails

ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
მთავარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ცვლილების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.   „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 18 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებას მინდა მივაწოდო ინფორმაცია ჩვენ მიერ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო...

დაწვრილებითDetails

ავტობანზე ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ავტობანზე ავარია მოხდა - ინფორმაციას ,,მოზაიკა“ ავრცელებს:  თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „სავარაუდოდ, არიან დაშავებულები და მათ დასახმარებლად ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი", - უთხრეს "მოზაიკას".

დაწვრილებითDetails

ტერორი საქართველოში – რას წერს სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება.   „ტერორი საქართველოში: ამიერიდან მედიას არ აქვს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება, ასევე აკრძალულია სასამართლოს შენობის გარეთ ყოფნა. არავის...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს,მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას!
მთავარი

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.   მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება...

დაწვრილებითDetails

“საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025”- ში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, დაიკავა

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
“საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025”- ში პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, დაიკავა
მთავარი

"საფეხბურთო ფესტივალი ხონი 2025" გაიმართა - პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა ,, მართვემ,, მოიპოვა.  ოლიმპიზმის დღე ხონის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად , მარათონული გარბენითა და სპორტული აქტივობებით აღინიშნა. ხონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა "საფეხბურთო...

დაწვრილებითDetails

ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.   „დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების...

დაწვრილებითDetails

ზვიად რატიანი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
პოეტი ზვიად რატიანი თავისუფალია
მთავარი

პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.   როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც...

დაწვრილებითDetails

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება. კურო იმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"