LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ – 1 წელში ინვესტირებული 900 000 ლარი და სამომავლო გეგმები

დაპოსტა 2025/11/07-ში
64
ნახვა
გაზიარება
  • „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ საქმიანობის 1 წელს აჯამებს
  • „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ 1 წლის შედეგები – დასაქმებულია 12 რეინჯერი, შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი, 40 ფოტოხაფანგი, თერმული დრონი, მოწყობილია 2 ერთეული ეგერის ქოხი, საპიკნიკე სივრცეები, მდინარეში გაშვებულია 30 000 ქვირითი და სხვა

ბუნების აღდგენა, მდგრადი განვითარება და ადგილობრივი თემის გაძლიერება – უკვე ერთი წელია, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობა-მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ფერმა ეტაპობრივად იქცა მნიშვნელოვან ეკოტურისტულ სივრცედ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით აქტივობებს ეთმობა.

13 000 ჰექტარი ტერიტორიის შესწავლასა და კეთილმოწყობაში სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული. 5-წლიანი პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პოპულაციის აღდგენაა, რაც, პირველი რიგში, ტყის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას მოითხოვს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ზონა 24/7-ზე კონტროლდება. ტერიტორიას საგანგებოდ აღჭურვილი 12 რეინჯერი იცავს. ამჟამად მათ განკარგულებაშია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, 2 თოვლმავალი, 3 „ბაგი“, 2 კვადროციკლი, 2 ცხენი და სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.

გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოსაწყობად სამუშაოები ერთი წლის წინ დაიწყო და ამ დროისთვის 900 000 ლარზე მეტია დახარჯული. პროექტი, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში, ტყის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მივიღეთ ზომები. რეინჯერებად ადგილობრივი მოსახლეობა დავასაქმეთ, შევიმუშავეთ და ავამოქმედეთ ინტენსიური მონიტორინგის სისტემები. დამონტაჟებულია 40 ფოტოხაფანგი, ტერიტორიის კონტროლში გვეხმარება დრონიც, რომელიც თერმული კამერით არის აღჭურვილი.

რეინჯერების დახმარებით ტყეში ყოველდღიურად ვანაწილებთ საკვებს გარეული ცხოველებისათვის. მოწყობილია ასევე სამარილეებიც. ეს ყველაფერი კი, საერთო ჯამში, ტერიტორიაზე ცხოველის გაჩერება-დარჩენას შეუწყობს ხელს“.

„საირმეს რეკრეაციულ ფერმას“, რომლის ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხ წელიწადში სრულად უნდა დასრულდეს, ისტორიული მისია ეკისრება. მთავარი მიზანი ტერიტორიაზე კავკასიური კეთილშობილი ირმისა და სხვა იშვიათი სახეობების დაბრუნება-გამრავლებაა. სამომავლოდ თითოეულ ცხოველს, რომელსაც ფერმიდან ღია ტერიტორიაზე გაუშვებენ, ექნება სპეციალური GPS საყელო, რათა მუდმივი დაკვირვება იყოს შესაძლებელი.

გეგმებს შორის არის ადგილზე არსებული მდინარეების დათევზიანებაც. გასული ერთი წლის განმავლობაში მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი უკვე გაეშვა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაავადებული ტყის აღდგენაც.

მიმდინარე პროცესებისა და ეკოინოვაციური პროექტის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება. ამასთან ერთად, ტერიტორია ინტენსიურად მასპინძლობს ბუნებაზე დაკვირვების მსურველებს, იმართება საგანმანათლებლო ღონისძიებები რეგიონის სკოლებისათვის.

„ჩვენი მასშტაბური პროექტი ეკოტურიზმის განვითარებასაც ემსახურება. სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია მოსასვენებელი და საპიკნიკე სივრცეები. ჩაიდგა საეგერო ხის ქოხები, მონიშნული ადგილები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მათ შორის ცეცხლსაქრობებით, ხანძრის პრევენციისთვის.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის გათვალისწინებული გვაქვს ფერმამდე მისასვლელი, აგრეთვე, შიდა გზების კეთილმოწყობა, შეიქმნება საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება“, – აღნიშნავს „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი.

უახლოესი პერიოდის გეგმებს შორისაა სახანძრო-სამაშველო მანქანების გადასაადგილებელი გზების მოწყობაც. აღნიშნულ სივრცეში გაიზრდება მობილური ქსელების დაფარვის არეალი, რაც სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტის ხარისხს გააუმჯობესებს. საერთო ჯამში, ისტორიული პროექტის ფარგლებში ინვესტორი 4 მილიონ ლარს დახარჯავს.

მნიშვნელოვანია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ადგილობრივი უკვე დასაქმებულია, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

„საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში უკვე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, უნიკალური პროექტია – ის არა მხოლოდ ტყის ეკოსისტემას იცავს, არამედ რეგიონის მდგრად განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

თეგები: საირმესაირმეს რეკრეაციული ფერმა
გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
9
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
1.1k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
91
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
276
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
394
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
7.8k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
773
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
185
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
131
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
147
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».