LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

დაპოსტა 2025/09/23-ში
30
ნახვა
გაზიარება

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე ანსამბლ „ჰერიოს“ რიგით მეორე სოლო კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ანსამბლის 15-წლიან შემოქმედებით გზას აჯამებს.

საიუბილეო კონცერტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საირმეს რეკრეაციული ფერმა“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ჩართულობას კულტურული პროექტების განვითარებაში.

ბელა კოხოძე, ,,საირმეს რეკრეაციული ფერმის” მარკეტინგის მენეჯერი: „ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტის მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ საკონცერტო საღამო – ეს არის ქართული მუსიკისა და ტრადიციების შენარჩუნების გზა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საზოგადოების კულტურული ცნობიერების ამაღლებაზე.

„საირმეს რეკრეაციული ფერმისთვის“ პრიორიტეტია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ქართული კულტურის განვითარებას ემსახურება. ეს პარტნიორობა აერთიანებს მუსიკალურ ინიციატივებს, საზოგადოების აქტიურ ჩართულობასა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამიტომ სიამაყით ვდგავართ „ჰერიოს“ გვერდით ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, კულტურისა და შემოქმედებითობის ზეიმია“.

„ჰერიო“ 2010 წელს შეიქმნა და მალევე გახდა ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი ანსამბლი. ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით „ჰერიომ“ მოიპოვა მსმენელის სიყვარული როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

სოლო კონცერტის პროგრამა სპეციალურად იუბილესთვის შეიქმნა და მოიცავს როგორც ახალ ნამუშევრებს, ისე ყველასათვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებს. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია დუეტებიც, რაც საღამოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლს ასევე შეუერთდება კამერული ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი.

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლ „ჰერიოს“ ხელმძღვანელი: „ჩვენს სოლო კონცერტზე საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას წარვადგენთ. ეს იქნება ახალი და ძველი სიმღერების, დუეტებისა და იმ გამოცდილების სინთეზი, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ.

განსაკუთრებულად გამოვყოფ პარტნიორების თანადგომას. „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსურ ჩართულობას არ გულისხმობს – ის აერთიანებს ნდობას, მეგობრობასა და საერთო მიზნისკენ, კერძოდ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისკენ სვლას“.

ანსამბლ „ჰერიოს“ კონცერტი 29 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ზოდიაქოს 5 ნიშანს ნოემბრის ბოლომდე განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ელოდება

ნოემბერი 14, 2025
150
მთავარი

2025 წლის შემოდგომა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. იქამდე, სანამ ბევრი ადამიანი წინასადღესასწაულო სამზადისსა და აქტიურობაში ჩაერთვება, გვაქვს შანსი, დაწყებული საქმეები დავასრულოთ და წარმატებას მივაღწიოთ. ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2025...

დაწვრილებითDetails

4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ხშირად უნდა გავიმეოროთ

ნოემბერი 14, 2025
136
მთავარი

მამა გიორგი თევდორაშვილი გვასწავლის ოთხ, ორსიტყვიან ლოცვას, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს მაშინ, როცა ძალიან გვეჩქარება, დაღლილები ვართ და გამოუვალი მდგომარეობაა: • ღმერთო, მაკურთხე; • უფალო, შეგვიწყალე (შეიწყალე); • ღმერთო, დამეხმარე;...

დაწვრილებითDetails

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა – ტელეფონში „დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა – ადვოკატი

ნოემბერი 14, 2025
28
მთავარი

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში „დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ქუთაისის სააპელაციო...

დაწვრილებითDetails

” ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს” – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი

ნოემბერი 14, 2025
16
მთავარი

ჩვენს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად ყველა ისეთ ძეგლს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს - რომელი ერთი ჩამოვთვალო: იქნება ეს სვეტიცხოველი, ბაგრატი, ნიკორწმინდა, ფიტარეთი, ყინწვისი, შემოქმედი, ცაიში,...

დაწვრილებითDetails

“ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს” – კახა კალაძე პეტერ ფიშერზე

ნოემბერი 14, 2025
21
მთავარი

ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ძალიან...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება

ნოემბერი 14, 2025
34
მთავარი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება, – ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლების...

დაწვრილებითDetails

სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა? – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 14, 2025
65
მთავარი

სამ წელზე მეტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საავადმყოფოში იყო - სანახავია, რა დაჯდა მისი საავადმყოფოში ყოფნა? გვაინტერესებს, რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც...

დაწვრილებითDetails

გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით – შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 14, 2025
20
მთავარი

რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის...

დაწვრილებითDetails

“გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?”- პაპუაშვილი

ნოემბერი 14, 2025
234
მთავარი

ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს,...

დაწვრილებითDetails

ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა

ნოემბერი 14, 2025
308
მთავარი

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მანამდე, საპატიმრო დატოვა საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».