„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.
გინდა, შენი მეურნეობის განვითარება და გაქვს საკუთარი იდეის დაფინანსების სურვილი?
ჩაერთე „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაში.
პროგრამის მიზანია მესაქონლეობის, რძის წარმოების, მეფუტკრეობის, თევზჭერისა და სხვა აგრო მიმართულების სფეროებში ინოვაციური სტარტაპების წახალისება, განსაკუთრებით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მწყემსების საქმიანობის მხარდაჭერას.
რას მიიღებს მონაწილე?
✅ მხარდაჭერას ბიზნესგეგმისა და ფინანსური პროექტის შექმნაში
✅ ეყოლება ინდივიდუალური და სექტორული მენტორი
✅ ექნება წვდომა ინვესტორებთან, საჯარო და დონორული დაფინანსების პროგრამებთან
✅ მიიღებს დაფინანსებას საკუთარი მეურნეობის განსავითარებლად
📅 „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით პროგრამა მალე დაიწყება და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა საკუთარი მეურნეობა განავითაროს.
❓ თქვენი მეურნეობის განვითარების მიზნით, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში?