LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის  შემეცნებითი ტური ჩატარდა

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვისშემეცნებითი ტური ჩატარდა

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

დაპოსტა 2025/05/24-ში
A A
29
ნახვა
გაზიარება

იმერეთის რეგიონში მდებარე, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ საირმეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ. საშუალო და უფროსკლასელების, სულ 35 მოზარდის მასპინძელი „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ იყო. მოსწავლეებმა წინასწარ სპეციალურად მონიშნული ადგილები მოინახულეს, მათ შორის წითელი მინდორი, ტყის მასივი და ჩანჩქერი. გაეცნენ მცენარეთა იშვიათ სახეობებს და რეკრეაციული ფერმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

საირმეს რეკრეაციული ფერმა

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“, პირველად ისტორიაში, კავკასიურ კეთილშობილ ირემსა და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

ირაკლი გორგოძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „საირმეს რეკრეაციული ფერმის” ტერიტორიაზე სიამოვნებით ვუმასპინძლეთ სკოლის მოსწავლეებს. შევეცადეთ, მათთვის მიგვეწოდებინა საინტერესო ინფორმაცია ჩვენი გეგმებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

გვინდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ იცოდეს ყველა იმ სიკეთის თაობაზე, რომელსაც ჩვენი ისტორიული პროექტი მოიტანს გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში. საუბარია როგორც ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ათვისებაზე, ისე დასაქმებაზე, ამ უნიკალური ტერიტორიის პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასა და ტურიზმის განვითარებაზე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს“. 

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ტურისთვის, პირველი ექსკურსიისთვის სკოლა საგანგებოდ შეირჩა. მეორე საჯარო სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებულები. ეკოლოგია, უნიკალური ფლორა, ფაუნა, ბუნებაზე ზემოქმედების რისკები და დაცვა მათი ინტერესის სფეროა.

საირმეს რეკრეაციული ფერმა
საირმეს რეკრეაციული ფერმა

ლაშქრობისას მოზარდებს მეგზურობა „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერებმა გაუწიეს. დაათვალიერებინეს ტყის მასივი და წითელი მინდორი. ერთ-ერთი გაჩერება იყო ჩანჩქერი, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე გამორჩეული სანახავია. ამასთანავე, სტუმრებმა პროფესიონალებისგან მიიღეს რეკომენდაციები ლაშქრობის წესების შესახებ – როგორ უნდა განსაზღვრონ მიმართულება, გამოიყენონ კომპასი, მართონ ნარჩენები და არ დატოვონ კოცონი უყურადღებოდ. რეინჯერებმა სკოლის მოსწავლეებს თავიანთი საქმიანობის საინტერესო დეტალებიც გაუზიარეს.

საირმეს რეკრეაციული ფერმა

ტურს დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა, რომელმაც ახალგაზრდებს წაუკითხა ლექცია თემაზე – „ეკოლოგია და ადამიანის როლი ეკოსისტემის შენარჩუნებაში“.

ექსკურსიის ორგანიზატორი „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ადმინისტრაცია იყო. გაწერილი გეგმის მიხედვით, ექსკურსიები რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყობა, შემდეგ არეალი გაფართოვდება და საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვას სხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოზარდები და ახალგაზრდებიც შეძლებენ.

პარალელურად, ტერიტორიაზე სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უახლოეს მომავალში 13 000 ჰექტარ ფართობზე ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტებისთვის კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ასევე განისაზღვრება რუკები ლაშქრობისათვის. მოგზაურთა უსაფრთხო და საინტერესო გადაადგილებისათვის კი სპეციალური მანიშნებლები განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ მიმდინარე წელს უკვე ჩაიდო 700 000 ლარის ინვესტიცია. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია მაღალი ხარისხის 1 დრონი.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, მდინარე წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითი გაეშვა.

ხაზგასასმელია, რომ ტყით სარგებლობის საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება. ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობის შესრულებას შეძლებენ.

 

 

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

“სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას”- მთავრობა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გიორგი გოგიშვილი, წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ამ დრომდე უცნობია, თუ როდის მოხდება ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება.

დაწვრილებითDetails

საქართველოს ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს ნაკრები დღეს დანიას დაუპირისპირდება
მთავარი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ფარგლებში დღეს დანიელებს უმასპინძლებს. მატჩი თბილისი არენაზე, 20:50 საათზე დაიწყება. ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა.  

დაწვრილებითDetails

საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევმა 4  კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.  გარემოზე მიყენებული ზიანი 4000...

დაწვრილებითDetails

განახლებული ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული. თბილისის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

2 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +10 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"