ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ ჩვენ ვახორციელებთ ღამის ზარებს, საიდან იცის ქალბატონმა დეგნანმა, რომ ზარებს ვახორციელებთ? ესეიგი, გვისმენენ. აშშ-ს საელჩო ტელეფონზე გვისმენს. თუ გვისმენენ, არაუშავს, მაშინ, ვთხოვ მათ, გამოაქვეყნონ ეს ზარები და დაანახონ საზოგადოებას, რომ ლევან მურუსიძე ღამით ურეკავს კონკრეტულ მოსამართლეს, ქრთამს აძლევს და აღებინებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, უბრალოდ, მაინტერესებს, საიდან აკეთებს ქალბატონი კელი ამ დასკვნას, რომ მე ღამით მოსამართლეს ვურეკავ და ვაღებინებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ალბათ, მისმენენ, ხო? თუ მისმენენ და თუ აქვთ ამის მტკიცებულებები, გამოაქვეყნონ, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი.
ჩამომართვეს რუსთაველის პრემია,უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა – პაატა ბურჭულაძე
ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა...