ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები ირანიდან 60.8%-ით, ხოლო რუსეთიდან 6.4%-ითაა შემცირებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის მიერ წარდგენილი მონაცემების თანახმად, ივლისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) შედგა.
რაც შეეხება, მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას, იანვარ-ივლისში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების 58.3%-იანი კლება დაფიქსირდა.
იანვარ-ივლისში, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების 22.1%-ით გაიზარდა და რუსეთიდან 7 თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს აზერბაიჯანი (+5.6%), სომხეთი (+2.9%) და თურქეთი, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობის 0.3%-იანი კლება ფიქსირდება.
იანვარ-ივლისში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,
საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით
გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%,
გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი
+242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის
არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.
ამასთნ, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
“ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული იქნებოდა და ტურისტული ვიზიტები ორნიშნა რიცხვით გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს ვერ მოხერხდა და ვეცადეთ, რომ შესაძლო ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და შემცირების მიუხედავად პოზიტიურ ზრდის ტემპს ვინარჩუნებთ.
ივლისის თვეში ვნახეთ, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში ვიზიტის სურვილი აქვთ. გაზრდილია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო გზით და ასევე იყენებენ სატრანზიტო გზებს,” -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.