LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საია შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

დაპოსტა 2020/05/25-ში
A A
181
ნახვა
გაზიარება

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც საია-ს სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად ისინი, აღნიშნული ჩანაწერის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

„ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც პარლამენტმა სამი მოსმენით კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ძირითადი არგუმენტები ჩვენს სარჩელში შეეხება იმას, რომ საქართველოს პარლამენტს კონსტიტუცია არ ანიჭებდა უფლებამოსილებას, ის უფლებები, რაც პარლამენტისთვის არის განსაზღვრული, მაგალითისთვის შრომის უფლების შეზღუდვა ან მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, გადაეცა მთავრობისთვის, ამიტომ ჩვენ ამ დელეგირების ნაწილს ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტმა უფლებამოსილებების მთავრობისადმი დელეგირება ისე მოახდინა, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუძლია. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით (81 მომხრე) მხარი გასულ კვირას დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით, ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავებულად დამტკიცდა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით და არა – უვადოდ.

მესამე მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში კი გაიწერა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლებელი იქნება 2020 წლის 15 ივლისამდე.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა შეხება ან შესაძლოა ჰქონოდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომლებიც დროებით გამოიყენება პანდემიის ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და შეიძლება გულისხმობდეს შესაბამისი შეზღუდვების დროებით დაწესებას, საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, კანონპროექტის 453 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უფლების შეზღუდვა უნდა იყოს: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული; დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; არადისკრიმინაციული; პროპორციულად შემზღუდველი და ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველების...

დაწვრილებითDetails

125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება “მეტამფეტამინის” შემცველი სითხე ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს – ამოღებულია 125...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის - ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდამრღვევმა 4  კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.  გარემოზე მიყენებული ზიანი 4000...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და...

დაწვრილებითDetails

ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქრთამის აღების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
თებერვალი 28, 2026
0
კასპის საკრებულოს მაღალჩინოსნებს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"