,,COVID-19″ გავრცელების პრევენციის მიზნით დღეს დილით დაგვემშვიდობა ჩვენი ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე – ამელია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზაალ გორგიძე წერს.
„მშვიდოების კორპუსი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობას დროებით აჩერებს და მოხალისეების ევაკუაციას გეგმავს.
მშვიდობის კორპუსი – აშშ-ს მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტოა, რომელიც ჩამოყალიბდა 1961 წლის 1 მარტს. დაარსების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა ამავე წლის 22 სექტემბერს დაამტკიცა კანონი მშვიდობის კორპუსის შესახებ. ორგანიზაციის მიზანია მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა.










