ბაღდათის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ დიმში კაშხალთან მოხდა.
38 წლის გიორგი ვაჭარაძე მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მას გული გაუჩერდა.ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო გადასვენებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.