სათაფლიაზე ვიზიტორების გაზრდილი მოთხოვნის გამო, ეკოტურისტული ობიექტი 1 აგვისტოდან ყოველდღე, 10:00-19:00 საათამდე, დასვენების დღის გარეშე იმუშავებს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის – უფასო; არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიიდან 18 წლამდე) – 5.5 ლარი; საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა – 8 ლარი.
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის – 17.25 ლარი;