“საწურბლიას მღვიმე” , რომელიც წყალტუბოში მდებარეობს განსაკუთრებული სამკურნალო ღირებულებით გამოირჩევა. მღვიმის კლიმატი ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის სამკურნალო გამაჯანსაღებელ კურსის ჩატარების უნიკალური შესაძლებლობაა.
,საწურბლიას მღვიმე”, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, გაზაფხულზე გაიხსნება.
იგი პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონში, სადაც სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.
მღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე იფუნქციონირებს ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია. მღვიმეში დამონტაჟებულია განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ – აქტიურ და პასიურ ზონად გაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები. მღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს. საწურბლიას მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ში მდებარეობს”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.