5 ივლისს დაშავებული “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი, ილია თვალიაშვილი კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გეგმიური გამოკვლევები უტარდება. მედიკოსების ამბობენ რომ ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“მომართა კავკასიის მედიცინის ცენტრს გეგმიურად, ამბულატორიულ კონსულტაციაზე თავის ტკივილის. ამჟამად, პაციენტი თავს გრძნობს კარგად, არის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ”, – თქვა “კავკასიის მედიცინის ცენტრის” დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ.