საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, საზოგადოებისა და სკოლის წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან. გამართავენ მიზნობრივ შეხვედრებს გამოცდილების გაზიარების კუთხით.ხელს შეუწყობენ ერთმანეთის საქმიანობის პოპულარიზაციას, როგორც ერთობლივი პროექტების განხორციელების, ისე საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარების გზით. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს საზოგადოება „ბაღის კიდეს“ თავმჯდომარემ ბექა ქებულაძემ და სკოლის დირექტორმა მერაბ ჭოხონელიძემ მოაწერეს.
განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...









