ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მოკლა. “ნიუპოსტის” ცნობით, შემთხვევა დღეს მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ნაჯახით აქვს მიყენებული.
მომხარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.