2017 წლის 10 აპრილს, ასპინძის რაიონში 35 წლის მანუჩარ ზაზაძემ თავის 27 წლის მეუღლეს, თეონა ბერიძეს, დანა 15–ჯერ ჩაარტყა მუცლის არეში. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი – ქალთა მიმართ ძალადობის ავრცელებს.
ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა ღამის 1 საათზე მოხდა. მათ ორ შვილს – 8 და 5 წლის ბიჭებს ამ დროს ეძინათ. მკვლელობის მთავარი მოწმე მსხვერპლის და, თეა ბერიძე იყო. თეონას თავისი დისთვის უთქვამს: „ამაღამ ჩემი ქმარი შინ არ იქნება, მარტო დარჩენის მეშინია და ღამე ჩემთან გაათენეო.“
ზაზაძე ბორჯომიდან შუაღამისას მაინც დაბრუნდა. მთვრალი იყო. ცოლს უთხრა, „წამოდი სამზარეულოში, ლუდი დავლიოთ“.
თეონა გაჰყვა, მან კი კარი ჩაკეტა. თავიდან ხმადაბალა საუბრობდნენ, მალე ჩხუბის ხმა გამოდიოდა. თეას დის დახმარება უნდოდა, მაგრამ ვერ შეეძლო. როდესაც ცოლი მოკლა, ზაზაძემ ფიზიკური დაზიანება მასაც მიაყენა, რამდენჯერმე ხელი დაარტყა თავისა და სხეულის არეში და გაიქცა.
„მეზობელთან მივედი სასწრაფო დახმარებისა და პოლიციისთვის რომ დამერეკა, მალე მოვიდნენ, მაგრამ ჩემი და უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობდა თეა.
როგორც გაირკვა, ზაზაძე სხვა კაცის გამო ეჭვიანობდა. როდესაც ცოლი მოკლა, ნაჯახს დაავლო ხელი და მის მოსაკლავად წავიდა, მისივე სალხში.
კაცი შინ არ დახვდა და ნაჯახით მისი მამა დაჭრა. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც შინ ბრუნდებოდა, ირგვლივ პოლიცია დაინახა, ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 11–108 და 117–ე მუხლებით იძიებდნენ (განზრახ მკვლელობა ოჯახური ძალადობის ნიადაგითა და მძიმე დაზიანება). ზაზაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წყარო: https://tbilisi24.online









