თბილისში გასული კვირის განმავლობაში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ოთხი მოზარდი მის მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაზე ალაპარაკდა. მათ შორის არის 11 წლის ბავშვი, რომელზეც საკუთარი მამა ძალადობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, სხვა შემთხვევებში მოძალადეები ძირითადად ოჯახის ნათესავები ან მეზობლები არიან.
„სავარაუდო მოძალადე არის მამა. ბავშვი არის 11 წლის. 2 შემთხვევა იყო გარყვნილი ქმედების და რამდენიმე წლის ინტერვალით მოხდა მსგავსი შემთხვევა. სკოლამ მოახდინა იდენტიფიცირება და სკოლამ მოგვმართა ჩვენ“, – განაცხხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა “ტვ პირველთან” საუბრისას.
საქმეებზე დაწყებულია გამოძიება.