თბილისში, ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს – იქ ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ სანადირო თიფიდან გაისროლეს.
“ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ტყვია მისი დაცვის წევრის ფეხებთან დავარდა. ჟურნალისტი მომხდარს მისი დაშინების მცდელობას და ნარკორეალიზატორების მხილებების სერიას უკავშირებს. მტკიცებულებად უკვე ამოღებულია ტყვიის მასრა.
როგორც კი მანქანიდან გადმოვედით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც ამ ცნობილი გამოძიებების და მოვლენების შემდეგ, მუდმივად ჩემთან ერთადაა, მაშინვე ერთი საეჭვო პირი გვერდით ამოგვიდგა, ძალიან ყურადღებით გვაკვირდებოდა ორივეს. მერე გადაჭრა გზა და გადავიდა მეორე მიმართულებით.
მე შევედი სალონში და დაახლოებით 10-15 წუთში გასროლა მოხდა, ჩემი მეგობრის მისამართით, რომელიც გარეთ იდგა და მელოდებოდა.
როგორც ვიცი, პირველადი მონაცემებით, სანადირო თოფით მოხდა გასროლა. ეს არის, სავარაუდოდ, გამოწვევა და შეშინება იმ ბრძოლაზე, რომელიც მე 2 კვირაა დავიწყე. ფეხებთან დავარდა ტყვია. ალბათ, გამაფრთხილებელი, შესაშინებელი გასროლა იყო.
ძნელი არ უნდა იყოს ამ პირის დადგენა, თუ ვისი მხრიდან მოხდა გასროლა, რადგან 112-ის კამერებია, ჭკვიანი კამერებია. ტყვია, რომელიც მან ნახა, გადავეცით გამოძიებას შეფუთულ მდგომარეობაში და ეს არის შორ მანძილზე არა, დაახლოებით 70-80 მეტრის რადიუსშია ნასროლი”, – ამბობს კილაძე.