7 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის მარტოხელა ქალის თამარ სეფიაშვილის შვილმა ესპანეთიდან მეზობელს დაურეკა და უთხრა, რომ დედა ტელეფონზე არ პასუხობდა და სახლში მიეკითხა, რათა გაეგო როგორ იყო. მეზობელმა იგი სასტიკად ნაწამები და გაგუდული იპივა.
„გარდაცვლილი რომ ფულს აპროცენტებდა, არც მალავდა და ეს სოფელში ყველამ კარგად იცის. ხშირი იყო, როდესაც მევალეები მას ფულს აღარ უბრუნებდნენ და სულ კონფლიქტი ჰქონდა. სავარაუდოდ, ვინმე მისმა მოვალემ მოკლა, აბა, სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლათ? ჯანიანი ქალი იყო, მაგას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. თანაც შორიდან არავინ მოვიდოდა, ვიღაც ახლოდან არის“, – აცახდებს გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი.
სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სათვალთვალო კამერები პოლიციამ უკვე ამოიღო და დამნაშავე პირის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიდის.
მოკლული თამარ სეფიაშვილის ძმა გია სეფიაშვილი აცხადებს, რომ მის დას სახეზე დაზიანებები აქვს და სასტიკად არის ნაცემი, ასევე ხელები აქვს დამტვრეული.
„ხელები და პირი წებოვანი ლენტით ჰქონდა შეკრული. სკამზე იყო მიბმული ამ მდგომარეობაში იპოვეს. სავარაუდოდ, შემდეგ ხელით ან სხვა რამით არის გაგუდული.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
წყარო: რეზონანსი