მამაკაცი, რომელიც გუშინ კაფე “სავანეს” ნგრევის დროს დააკავეს სასამართლოშია გადაყვანილი. ის აღსრულების პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა.
გუშინ 27 დეკემბერს, ,,სავანეს’’ მფლობელები და მათი მხარდამჭერები ობიექტის ნგრევას აპროტესტებდნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ქუთაისის მერიამ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე მაინც დაანგრია.









