საერთაშრისო კონკურსი Global Art Competition
თურქეთში, ქალაქ ალანიაში გაიმართა საერთაშორისო კონკურსი, სადაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კონკურსი თურქეთის, ადანის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, პროფესორ-პიანისტის ულივიე გულერის, ამავე კონსევატორიის პროფესორის, რაუფ მუსაევის (სასულე საკრავები), ყაზახეთის, ტალანტების მხარდამჭერი საზოგადოებრივი ფონდის და ნიჭიერ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის განყოფილების გამგის იანა კასიანის (ფორტეპიანო) ორგანიზებით ჩატარდა.
კონკურსში საფორტეპიანო ანსამბლის ნომინაციაში ქუთაისელმა პიანისტებმა, ნათია კეთილაძემ (მაგისტრანტი, პიანისტი, პედაგოგი, კონცერტმაისტერი, საზოგადოება ქუთაისელის წევრი) და ლიზა ლოლაძემ (ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის მეორე კურსი) გაიმარჯვა, მათ უმაღლესი ჯილდო, გრან_პრი მიიღეს. საფორტეპიანო ანსამბლის ხელმძღვანელი ქალაქ ქუთაისის უმაღლესი სამუსიკო კოლეჯის ასოცირებული პროფესორი მანანა კუხიანიძე გახლდათ.