LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % “ქართულ ოცნებას”,  9 %- ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს” დაუჭერდა მხარს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყოს არჩევნების ჩასატარებლად ყველა შესაძლო სცენარზე

დაპოსტა 2020/05/05-ში
A A
90
ნახვა
გაზიარება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდს განიხილავს, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემას (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილებას და სხვ.

“მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა დავივიწყოთ ის საკითხებიც, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. მათ შორისაა არჩევნებიც, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსში”. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. იმის გათვალიწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება. პანდემიის დროს არჩევნების გამართვის თემა დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია. მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება პანდემიის პირობებში წინასაარჩევნო კამპანიისა და კენჭისყრის ჩატარება, ვინაიდან, როგორც ჩანს, ადამიანთა მასობრივ თავშეყრაზე გარკვეული შეზღუდვები არაერთი თვის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში. განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის დისტანციურად ხმის მიცემა (ელექტრონულად ან ფოსტით), ხმის მიცემის პროცესის არჩევნების რამდენიმე დღეზე გადანაწილება და სხვა. პანდემიის დროს ზოგ შემთხვევაში არჩევნების გადადებაც მოხდა, მაგალითისთვის, მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით მინიმუმ 52-მა ქვეყანამ გადადო სხვადასხვა დონის არჩევნები და რეფერენდუმი, მათ შორის 17 საერთო ეროვნული არჩევნები ან რეფერენდუმი იყო, 19 ქვეყანამ კი მაინც ჩაატარა დაგეგმილი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია: ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად; შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება; საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც. შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
“მოსკოვმა აშშ-ს შესთავაზა, რომ კრემლი შეწყვეტდა ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას” -Politico
მთავარი

რუსეთმა აშშ-ს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტა შესთავაზა, თუ აშშ უკრაინასთან მიმართებით ანალოგიურად მოიქცეოდა, რაზეც აშშ-მა უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, მოსკოვმა შეერთებულ შტატებს შეთანხმება...

დაწვრილებითDetails

“ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ” – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების უფლებას გააუქმებს
მთავარი

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით” – პრემიერი

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს, მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც...

დაწვრილებითDetails

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მეეჭვება, თავი დაიხსნან”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

რაც შეეხება „ლელოს“, ის ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდა , - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ლელოს“ მიერ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

“ეს არის კრიმინალების განცხადება” – ირაკლი კობახიძე „ოპოზიციის ალიანსის” გეგმებზე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ეს არის კრიმინალების განცხადება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნეს, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, რადგან „მთლიანად...

დაწვრილებითDetails

” „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი” – კობახიძე

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორს რატომღაც დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ გამოვლენილი კონკრეტული ხარვეზების მიუხედავად, ეუთო-ოდირის მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს კონკურენტული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლება უწოდა, რის გამოც...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის მეთაური განცხადებას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე გააკეთებს

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"